მინსკში დღეს ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება
უკრაინის საკითხზე ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დღეს მინსკში დახურულ რეჟიმში გაიმართება. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე გაიმართება უსაფრთხოების, პოლიტიკური პროცესის, ეკონომიკის და ჰუმანიტარული ასპექტების ქვეჯგუფების შეხვედრა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, დონბასში დროდადრო კვლავ ხდება შეიარაღებული შეტაკებები. ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების განახლება ძალზე რეალურია. რუსეთი დღემდე არ აღიარებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მისი შეიარაღებული ძალები არსებობენ. უკრაინის ხელისუფლება კი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღამოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე საუბრობს.