რამაზ საყვარელიძე ახალი მინისტრების დანიშვნით, ქვეყანაში საინტერესო პროცესებს ელის

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მინისტრების შეცვლის საკითხს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელისა და გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილის დანიშვნა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას სასიკეთოდ წაადგება.
როგორც საყვარელიძე საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, მას ხელისუფლებაში „რესპუბლიკური პარტიის” წევრთა გაძლიერება არ გაკვირვებია.
„ობიექტურად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში ის პარტიაა უფრო ძლიერი, რომელიც მეტად აქტიურობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში „რესპუბლიკელების“ გაძლიერება არც გამკვირვებია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, “ახალი მინისტრების დანიშვნით, ქვეყანაში საინტერესო და სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი”, – აცხადებს საყვარელიძე “სპუტნის ჯორჯიასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები