აშშ-ში ბოროტმოქმედი დააკავეს, რომელიც 55 წლის განმავლობაში გამოძიებას ემალებოდა

აშშ-ს ფლორიდის შტატში პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა, რომელიც ციხიდან გაიქცა და 55 წლის განმავლობაში გამოძიებას ემალებოდა. ფრენკ ფრეშუოტერსი, რომელიც ამჟამად 79 წლისაა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში იყო ბრალდებული. 1957 წელს მან პირობითი სასჯელი მიიღო იმის გამო, რომ ქვეითად მოსიარულეს მანქანა დააჯახა, რის შედეგად ის გარდაიცვალა.
მოგვიანებით ფრეშუოტერსმა პირობითი სასჯელის პირობა დაარღვია, რის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა 1959 წელს ფრენკი ციხიდან გაიქცა. 1975 წელს დასავლეთ ვირჯინიის შტატის ხელისუფლებამ ის კვლავ დააპატიმრა, მაგრამ ფრეშუოტერსი ციხიდან ისევ გაიქცა. გამოძიების ინფორმაციით, ფრენკ ფრეშუოტერსი ბოლო 20 წელი ფლორიდაში სხვისი სახელით ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფრეშუოტერსი დანაშაულს არ აღიარებდა, ბოლოს ის გამოტყდა, რომ, მართლაც, ის ადამიანია, ვინც 1957 წელს დანაშაული ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები