Le Figaro – საფრანგეთი „მისტრალების“ ჩაძირვას გეგმავს

საფრანგეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს „მისტრალის“ ტიპის ორი ხომალდის ჩაძირვის, ან უტილიზაციის შესაძლებლობას. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.
გაზეთის ანალიტიკოსთა განცხადებით, ეს ვარიანტი „შოკისმომგვრელია:“ როგორც Le Figaro-ს ერთ-ერთმა სამხედრო სპეციალისტმა განუცხადა, ასეთი ზომები დაუშვებელია თუნდაც სენ-ნეზერის გამთსაშენი ქარხნის მუშების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, სადაც ეს ხომალდები იყო აგებული. გამოცემის დასკვნის მიხედვით, საფრანგეთს და რუსეთს შორის კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ახალი მყიდველების მოძიება. გაზეთის ინფორმაციით, პოტენციურ მყიდველებს შორის შეიძლება იყოს კანადა, ეგვიპტე და ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა.
„მისტრალების“ საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის ლიდერმა ფანსუა ოლანდმა ერევანში შეხვედრის დროს განიხილეს, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები