ევროპარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს, ევროკავშირი მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აპირებს. ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე აპირებენ უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხის განხილვას.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კანონპროექტი სანქციების გამკაცრების შესახებ ევროპარლამენტის კანჭისყრაზე ივნისში იქნება გამოტანილი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს და ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს, სანქციები მის წინააღმდეგ გამკაცრდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვითი საშუალებებიც უნდა გააძლიეროს შავი ზღვის აუზში სამხედრი სიტუაციის შეცვლის გამო ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.
ევროპელ დეპუტატებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთს შეუძლია მთლიანად გადაუჭრას უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი, თუ ყირიმში და დნესტრისპირეთში კორიდორებს გახსნის. ამიტომ ევროკავშირმა ამ საკითხში აშშ-თან და ნატოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. განცხადებაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების შევიწროების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები