თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ამერიკის მთავრობა ხუთ მილიონ დოლარს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციისთვის, 5 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს – აღნიშნულ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდა ბათირაშვილისა, ვაშინგტონი კიდევ სამი ლიდერის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვს. ესენი არიან: აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადული, აბუ მუჰამედ ალ-ადნანი და თარიქ ბინ-ალ-თაჰარ ბინ ალ ფალიჰ ალ-ავნი ალ-ჰარზი.
აქედან, ადნანი “ისლამური სახელმწიფოს” პრესსპიკერია, ბათირაშვილი – საბრძოლო მეთაური ჩრდილოეთ სირიაში, ჰარზი კი – ისლამისტების თვითმკვლელი ტერორისტების ხელმძღვანელი. როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, აშშ-ის მთავრობა ბათირაშვილისა და ადნანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5-5 მილიონი დოლარის, ჰარზის შესახებ 3 მილიონი დოლარის, ხოლო ქადულის შესახებ 7 მილიონი დოლარის გაცემის პირობას დებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ტეხასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები