კონსტანტინე ბოროვოიმ ადოლფ ჰიტლერის და ვლადიმერ პუტინის შედარებითი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა

ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა კონსტანტინე ბოროვოიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და მესამე რეიხის ფიურერის ადოლფ ჰიტლერის სურათების შედარებითი კოლაჟი გამოაქვეყნა. ამ სურათებზე ჰიტლერიც და პუტინიც აღფრთოვანებულ მოსახლეობასთან, პატარა ბავშვებთან და ცხოველებთან არიან გადაღებულები. სურათების გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. „ფეისბუკის“ ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, მსგავსება ამ ორ პიროვნებას შორის ძალზე თვალსაჩინოა, ზოგიერთი კი კომენტარებში წერს, რომ ასეთივე მეთოდებს სხვა ქვეყნის ლიდერებიც იყენებენ და მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტი მოყავთ, რომელიც ასევე მოსიყვარულე ცხოველთან არის გადაღებული.

11212382_10203878663958625_487502125_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები