ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა რუსეთთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა უკრაინა-რუსეთთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ევროკავშირმა უნდა გაააქტიუროს სანქციები და განიხილოს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობა, თუკი რუსეთი სრულად არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და არ დააბრუნებს ყირიმს.
“ყირიმის დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, ხოლო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გაააქტიურონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები”, – აღნიშნეს დღეს კომიტეტში.
ევროპარლამენტარები კვლავაც არ უჭერენ მხარს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ისინი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაიკავონ ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები