უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი რუსეთის 4 მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა რუსეთის 4 მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადეს. დაკავებულთა შორის ერთი ქალიც არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარემ ვალენტინ ნალივაიჩენკომ განუცხადა. „ორი პირი ხარკოვის რაიონშია დაკავებული, ორი – დონეცკის რაიონში. ჩვენ მათ გვარებსაც ვაქვეყნებთ – ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები: სმირნოვი, კალმიუსი, ჟარნიკოვი და ჩერნიხი“, – განაცხადა ნალივაიჩენკომ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები