ამერიკელი სამხედროები დედამიწაზე „პროგრესის“ დაცემას 8 მაისს ელოდებიან

აშშ-ს სამხედროების ვარაუდით, რუსული კოსმოსური ხომალდი „პროგრესი М-27М”, რომელმაც მართვა დაკარგა, დედამიწაზე 8 მაისს ჩამოვარდება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს მონაცემები აშშ-ს სტარტეგიული მეთაურობის კოსმოსური ოპერაციების გაერთიანებულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ამერიკელი სამხედროების გამოთვლებით, ხომალდი აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროს სიახლოვეს უნდა ჩამოვარდეს. რაკეტა „სოიუზი“, რომელსაც ორბიტაზე სატვირთო ხომალდი „პროგრესი“ უნდა გაეყვანა, ბაიკონურიდან 28 აპრილს აფრინდა. რაკეტის მესამე საფეხურის მუშაობის დროს ავარია მოხდა, რის შედეგად „პროგრესმა“ ტრიალი დაიწყო და მართვა დაკარგა. ხომალდთან კავშირის დამყარების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპეციალისტების აზრით, ხომალდის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება, ხოლო დედამიწამდე მისი ნამსხვრევები მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები