მოსკოვის აეროპორტიდან აფრენილმა თვითმფრინავმა ძრავის ნაწილი დაკარგა

Sukhoi Superjet-100-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან კიევის მიმართულებით მიფრინავდა, მოსკოვის აეროპორტ „შერემეტევოში“ აფრენისას ძრავის ნაწილი დაკარგა. „შერემეტევოს“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ფაქტი დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა ძრავის ცენტრალური ნაწილის სხეული დაკარგა. ის, რომ თვითმფრინავს დეტალი აკლდა, უკვე კიევის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ აღმოაჩინეს. დაკარგული ნაწილი „შერემეტევოს“ უსაფრთხოების ბილიკზე იპოვეს.
Sukhoi Superjet-100 რუსული წარმოების თვითმფრინავია. მისი პირველი ფრენა 2008 წელს შედგა, ხოლო 2011 წელს თვითმფრინავი სერიულ წარმოებაში გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები