სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ ახალმა კანონპროექტმა საფრანგეთში კამათი გამოიწვია

საფრანგეთის ნაციონალური კრება, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ახალ კანონს ინფორმაციის მოპოვების შესახებ, რომელმაც სპეცსამსახურებს ტერორიზმთან ბრძოლა უნდა გაუმარტივოს. კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი მიღება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას გამოიწვევს.
კანონის მიღების აუცილებლობა მიმდინარე წლის 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ შეიქმნა, როდესაც ტერორისტებმა 12 ადამიანი მოკლეს. „სოციალისტების“ მთავრობას მიაჩნია, რომ ახალი კანონი თვალთვალის თანამედროვე ტექნოლოგიების და სამართლებრივი ველის ფარგლებში ინფორმაციის მისაღებად არის აუცილებელი. კანონის მოწინააღმდეგეთა აზრით კი, ეს კანონი სპეცსამსახურებმა საზოგადოებაზე მასობრივი კონტროლისთვის შეიძლება გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები