კრივში მსოფლიოს ჩემპიონი ავარიაში დაიღუპა

კრივში მსოფლიოს ჩემპიონი ენდრიუ ლიუისი გაიანაში ავარიაში დაიღუპა. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სპორტსმენი ველოსიპედით გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ავტომობილის ქვეშ მოჰყვა.
მოკრივე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის 44 წლის იყო. ენდრიუ ლიუისი, რომლის ზედმეტსახელი „ექვსი თავი“ იყო, გაიანას პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ნახევრად საშუალო წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული 2001 წელს მოიპოვა, როდესაც ლას-ვეგასში ჯეიმს პეიჯს სძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები