ანდრეი მაკარევიჩის კლიპმა, რომელიც შერიგების დღეს ეძღვნება, ვირტუალური ბრძოლა გამოიწვია (ვიდეო)

ანდრეი მაკარევიჩის მონაწილოებამ უკრაინაში გადაღებულ კლიპში, რომელიც ხსოვნის და შერიგების დღეს ეძღვნება, ინტერნეტსივრცეში ნამდვილი ვირტუალური ბრძოლა გამოიწვია. კლიპი, რომლის სახელწოდებაა: „რომ ახსოვდეთ“, უკრაინის ტელეარხ СТБ-ს ეთერში გავიდა. კლიპს უკვე აქვს YouTube-ზე 100 ათასზე მეტი ნახვა, თუმცა დაპირისპირებული მხარეების დაზავება მისმა ავტორმა, სავარაუდოდ, ვერ შეძლო.
ინტერნეტმომხმარებლის კარდინალურად განსხვავებული შეხედულება ისტორიაზე და თანამედროვეობაზე ვირტუალურ ბრძოლას უფრო ჰგავს. უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად უკრაინაში ხსოვნის და შერიგების დღედ არის გამოცხადებული. 9 მაისი ასევე რჩება სახელმწიფო დღესასწაულად, მას ახლა ნაციზმზე გამარჯვების დღე ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები