საუდის არაბეთის მინისტრი ნავთობის ფასს ალაჰის ნებას უკავშირებს

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ალ ნაიმის განცხადებით, ის კმაყოფილია ნავთობის ფასის ამჟამინდელი შემცირებით, რომელმაც აპრილის ბოლოს წლის მაქსიმუმს მიაღწია. CNBC-ის ცნობით, მან ასევე განაცხადა, რომ ნავთობის ფასს მხოლოდ ალაჰის ნება გადაწყვეტს.
„ვერავინ ვერ დააწესებს ნავთობის ფასს, ამისთვის ალაჰის ნება არსებობს“, – უპასუხა ალ ნაიმიმ კითხვას, თუ რატომ არ აპირებს საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების რაოდენობის შემცირებას. ასევე ალ ნაიმიმ აღნიშნა, რომ მას სრულიად არ ადარდებს მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე ირანის დაბრუნების პესპექტივა, რასაც ნავთობის ფასის კიდევ უფრო შემცირება შეიძლება მოჰყვეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობის ფასმა რამდენიმედღიანი მატების შემდეგ კვლავ კლება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები