უკრაინას ნეპალიდან საკუთარი მოქალაქეები ვერ გამოჰყავს

უკრიანას ნეპალიდან იქ მყოფი 70-დე საკუთარი მოქალაქე ვერ გამოჰყავს. ხელისუფლებამ ამ ადამიანების ევაკუაციისთვის უკრიანის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი „ილ-76“ გააგზავნა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ლაინერი ნეპალის ნაცვლად ინდოეთში დაჯდა.
უკრაინის მოქალაქეები კატმანდუში უკრაინის საკონსულოს ტერიტორიაზე გაშლილი კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იმყოფებიან. იმის გამო, რომ ინდოეთში „ილ-76“-ის დგომა ერთი საათის განმავლობაში 500 დოლარი ჯდება. ის, სავარაუდოდ, უკრაინაში დაბრუნდება, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავებით მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათი ათასზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები