ავღანეთში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 27 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

ავღანეთის პოლიციამ დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 27 „ბოევიკია“ მოკლული. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებები ავღანეთის 8 პროვინციის ტერიტორიაზე მოხდა, მათ შორის ჰელმანდში და ყანდაარში. ამ ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველმა ორგანოებმა ტყვია-წამალი ამოიღეს, ასევე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები გააუვნებელყვეს. ავღანეთის შს სამინისტრო იტყობინება, რომ „ბოევიკების“ აქტივობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები