პრემიერმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო. ჟიული შარტავას დღეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა.
“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა, კაცი, რომელმაც შეგნებული ცხოვრება თავის სამშობლოს მიუძღვნა და სიცოცხლეც უყოყმანოდ გასწირა მისთვის. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს მხეცურად მოკლეს. ეს დღე უმძიმესია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს დაეცა სოხუმი. ამ ომს 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს… ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა. პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის დიდი მაგალითი მომავალი თაობებისათვის“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები