მამა-შვილ ლე პენებს შორის კონფლიქტი მძვინვარებს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ დამფუძნებელმა ჟან-მარი ლე პენმა განაცხადა, რომ მას არ სურს თავისი შვილის გამარჯვება 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„სკანდალი იქნებოდა, რომ ასეთი მორალური პრინციპების მქონე ადამიანები საფრანგეთს სათავეში ადგნენ. ამ ეტაპზე მე ამის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა მამა ლე პენმა რადიო “Europe 1”-ის ეთერში.
მამა – შვილ ლე პენებს შორის კონფლიქტი უკვე დიდი ხანია არსებობს. მარინ ლე პენის გაოცება გამოიწვია მამამისის განცხადებებმა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ნაცისტების გაზის კამერები, სადაც ასიათასობით ადამიანი სოცოცხლეს გამოასალმეს, ისტორიის „მხოლოდ ერთი დეტალი“ იყო. ამ გამონათქვამს სკანდალი მოჰყვა, რის შემდეგ პარტიის დღევანდელმა ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ის დაიცავს პარტიას საკუთარი მამისგან და პროვოკაციებს არ დაუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ულტრამემაჯვენე პარტია „ნაციონალურმა ფრონტმა“ ჟან მარი ლე პენს წევრობა შეუწყვიტა, მან „პოლიტიკურ პენსიაზე“ გასვლის შესაძლებლობა უარყო და განაცხადა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მომავალშიც განაგრძობს.