ახალ გვინეაში მომხდარი მიწისძვრის გამო ცუნამის განგაში გამოცხადდა
ცუმანის განგაში გამოცხადდა ახალ გვინეაში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. 7,5-ის მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ კოკოპოდან 139 კილომეტრში მოხდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. წყნარი ოკეანის ცუნამის განგაშის ცენტრის ინფორმაციით, ტალღების საშიშროება მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში არსებობს ახალი გვინეის და სოლომონის კუნძულების გასწვრივ. ახალი გვინეა მაღალი სეისმური აქტოვობის ზონაში მდებარეობს და ამ რეგიონში მსოფლიო მიწისძვრების 90% ხდება.