ნიუ-იორკის შტატის სენატის თავმჯდომარე და მისი შვილი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

ნიუ-იორკის შტატის სენატის თავმჯდომარე დინ სკელოსი და მისი შვილი ადამი დაპატიმრებულები არიან შანტაჟის, თაღლითობასა და მექრთამეობისთვის. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე კომპანია, სადაც უმცროსი სკელოსი მუშაობდა, ხელისუფლებისგან კონტრაქტებს იღებდა, ხოლო სენატორი ბუნებრივი აირის მოპოვების საკითხში წესების შეცვლას უწყობდა ხელს, რამაც მისი შვილის შემოსავალი გაზარდა. გამოძიების ინფორმაციით, სკელოსები თანხებს სძალავდნენ სამშენებლო კომპანიას ლონგ-აილენდის რაიონში, ასევე კომპანიას არიზონას შტატიდან. სენატორის მომსახურების საფასურმა 220 ათასი დოლარი შედგინა. თუ დინ და ადამ სკელოსების ბრალი დადასტურდა, მათ 4 მუხლის მიხედვით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ და კიდევ 2 მუხლით 10 წლამდე ციხე. სენატორის და მისი შვილის ბარალეულობის შესახებ ცნობების შეგროვება მათი საუბრების ფარული ჩაწერით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები