ბერლინის მაღაზიაში ბანანების ნაცვლად კოკაინი შეიტანეს
გერმანიის დედაქალაქში, მაღაზიათა ქსელ Aldi-ში კოლუმბიიდან ჩატანილი ყუთის გახსნისას ძალზე გაკვირვებულები დარჩნენ. ხილის ნაცვლად ყუთებში კოკაინით სავსე პარკები ეწყო. Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ბერლინში შეცდომით 386 კილოგრამი კოკაინი ჩაიტანეს, რომლის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს. ამჟამად გერმანიის პოლიცია ცდილობს ამ ტვირთის ადრესატის დადგენას, რომელიც გერმანიის დედაქალაქისთვის რეკორდული იყო. ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. აპრილში ბანანის ყუთებში კოკაინი პარიზის ერთ- ერთ სუპერმარკეტში მიიტანეს.