რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ბოლომდე სარეზერვო ფონდი დაიცლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2015 წლის ბიუჯეტის სეკვესტრს ხელი მოაწერა. ნავთობზე ფასების შემცირების გამო შემოსავლები 2,5 ტრილიონი რუბლით შემცირდა, რის შედეგად ბიუჯეტის დეფიციტი 2.7 ტრილიონ რუბლს შეადგენს. მის შესრულებას მთავრობა სარეზერვო ფონდის მეშვეობით გეგმავს. „სბერბანკის“ მაკროეკონიმიკური კვლევების ცენტრის ხელმნძღვანელის იულია ციპლაევას აზრით, რეალურად მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად გაცილებით დიდი დანახარჯების გაწევა მოუწევს. მთავარი მიზეზია რუბლის გამყარების შედეგად ნავთობისგან და გაზისგან შემოსავლების კლება და რეგიონებისთვის ტრანსფერტების ზრდა. ამ დასკვნის მიხედვით, თუ აპრილის დასაწყისში სარეზერვო ფონდში 4,4 ტრილიონი რუბლი იყო, წლის ბოლომდე იქიდან 3,1 ტრილიონი რუბლის დახარჯვა იგეგმება. ასე, რომ წლის ბოლოს ფონდში დღევანდელი თანხის მხოლოდ 10% დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები