„თალიბანს“ პოლიტიკური წარმომადგენლობის გახსნის უფლება მიეცა

ყატარში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ავღანეთის მთავრობის და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს – დაჯგუფებას მოლაპარაკების გასაგრძელებლად პოლიტიკური წამომადგენლობის გახსნის უფლება მიეცა. რაც შეეხება ავღანეთში მყოფი უცხოეთის ჯარების საკითხს, ამაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორები რჩებიან, რომლებიც ქვეყანას „თალიბანის“ შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის შემდეგ დატოვებენ. „თალიბანი“, თავის მხრივ, ყველა უცხოელი სამხედროს გაყვანას ითხოვს, რომლებიც, მათი განცხადებით, ოკუპანტები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში „თალიბანი“ შეიარაღებულ ბრძოლას არ შეწყვეტს. მთავარ საკითხზე შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, მხარეების გადაწყვეტილებით, ერთ თვეში კიდევ ერთი მოლაპარაკება გაიმართება, ამჯერად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები