გერმანიაში რუსი ბაიკერების ერთ-ერთი წევრი დააკავეს
გერმანიის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა რუსული ბაიკერების კლუბ „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრი დააკავეს. ის ტრავემიუნდეს პორტში ბორნით ფინეთიდან ჩავიდა. სააგენტო „რია ნოვოსტოს“ ინფორმაციით, დაკავებულია იური ვასილიევი, რომელიც გერმანიაში ჩასვლას და იქ თავის კოლეგებთან შეერთებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ბაიკერები ევროპის რამდენიმე ქალაქში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე იუბილეს აღსანიშნავად მოტოგარბენს ატარებენ. ევროპის ქვეყნები ამ ფაქტს საკმაოდ ცივად შეხვდნენ, ვაინაიდან ეს კლუბი რუსეთის ხელისუფლებასთან და პირდაპირ ვლადიმერ პუტინთან არის დაკავშირებული. აკრძალვის მიუხედავად, 10-დე ბაიკერმა გერმანიამდე მაინც ჩააღწია. თუმცა მათი მოტოლაშქრობა სამართალდამცველი ორგანოების და სპეცსამსახურების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.