პრინც უილიამის და პრინცესა ქეითის ქალიშვილს შარლოტა-დიანა დაარქვეს
კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მათი მეორე შვილის სახელი გამოაცხადეს. კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, მას შარლოტა-ელისაბედ დიანა დაარქვეს. ახლა ბავშვის ოფიციალური სახელი იქნება მისი უმაღლესობა პრინცესა შარლოტა კემბრიჯელი. რაც შეეხება პრინცესას ერთ ერთ სახელს – დიანა – ის პრინც უილიამის დაღუპული დედის – პრინცესა დიანას საპატივსაცემოდ იყო შერჩეული. პრინცესა შარლოტა ელისაბედ-დიანა შაბათს დაიბადა. ამის აღსანიშნავად ლონდონის ჰაიდ-პარკში ფეიერვერკი მოეწყო.