ნაურუს ხელისუფლებამ ფეისბუქი დაბლოკა

კუნძულოვანი სახელმწიფოს – ნაურუს ხელისუფლებამ ინტერნეტის მომხმარებელს სოციალური ქსელი ფეისბუქი დაუბლოკა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კუნძულის მთავრობამ ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ქვეყნის მოსახლეობა პორნოგრაფიისგან დაიცვას, თუმცა ოპოზიციას სულ სხვა მოსაზრება აქვს და ამ ნაბიჯს პოლიტიკური ცენზურის აქტს უწოდებს.
ნაურუს ტერიტორია 20 ათას კილომეტზე ოდნავ მეტს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა – 10 ათას ადამიანს. ეს კუნძული ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები