ნეპალში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 101 წლის მამაკაცის ამოყვანა 8 დღის შემდეგ შეძლეს
ნეპალის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ორი ქალი და მამაკაცი მაშველებმა მიწისძვრის შემდეგ 8 დღეში ამოიყვანეს.
მამაკაცი 101 წლისაა. რამდენიმე მსაგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა. ასე მაგალითად, მაშველებმა მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი 4 თვის ჩვილი გადაარჩინეს. ასევე ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 15 წლის ბიჭი, რომელიც იქ 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. მისი ეპიცენტრი ნეპალის დედაქლაქ კატმანდუდან 82 კილომეტრში მდებარეობდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ნეპალის მთავრობის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება 10 ათასს გადააჭარბოს.