პოლონეთის პრეზიდენტის აზრით, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილი აღლუმი მსოფლიოს ემუქრება

პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომაროვსკის მიაჩნია, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი სამხედრო აღლუმი „ძალის დემონსტრირება“ და „არასტაბილური მსოფლიოს სახეა“.
“ძალიან მალე, 9 მაისს მოსკოვის წითელი მოედანი კვლავ „ტანკების მოედნად“ გადაიქცევა. ამ ძალის დემონსტრირებაში საუბარია არა ისტორიაზე, არამედ თანამედროვეობაზე და მომავალზე“,- განაცხადა კომაროვსკიმ პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
კომაროვსკის განცხადებით, სამხედრო კონფლიქტი არასოდეს ყოფილა პოლონეთის საზღვართან ასე ახლოს. მისი თქმით, ვარშავა ქვეყნის შეიარაღებისა და უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს. პოლონეთის პრეზიდენტი ასევე მთელი აღმოსავლეთის ფლანგზე ნატოს გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები