ერაყში ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი, მათ შორის ორგანიზაცია IWPR-ის მისიის ხელმძღვანელი დაიღუპა
ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის მისიის (IWPR) ხელმძღვანელი ერაყში ინამარ ალ შახბანდერი ბაღდადში ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ორი ავტომობილი, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული, კარადას რაიონში აფეთქდა. მთლიანად ამ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა. IWPR-ის კიდევ ერთი თანამშრომელი ემად ალ შარაა აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 41 წლის ალა შახბანდერი წარმოშობით ერაყელი შვედეთის მოქალაქე იყო, IWPR-ის მისიის ფარგლებში ერაყში 2005 წლიდან მუშაობს. 2009 წლიდან კი მისიის ხელმძღვანელი გახდა.