საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა რეზო ჩხეიძე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
რეზო ჩხეიძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის ოჯახში. 1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო).
1953-1954წწ. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“, „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955).
1963-1973წწ. იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1973-2006წწ. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინო ფაკულტეტის კათედრის გამგე;
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961), „ზღვის ბილიკი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1964), „ღიმილის ბიჭები“ (1969), „ნერგები“ (1972), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980).
საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, მდივანი (1963-1981) სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევა, დეპუტატი ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, პრეზიდენტი (1992დან) 2014 – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“. 2001 – თბილისის საპატიო მოქალაქე 1996 – ღირსების ორდენი 1986 – ლენინური პრემია “მშობლიურო ჩემო მიწავ!” 1981 – ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, დიპლომი 1973 – ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი “ნერგები” 1973 – მოსკოვის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, “ნერგები”; 1970 – საქართველოს კომკავშირის პრემია; 1965 – სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, “ჯარისკაცის მამა”; 1965 – კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “ჯარისკაცის მამა”; 1965 – სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, “ჯარისკაცის მამა”; 1965 – რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, “ჯარისკაცის მამა”; 1961 – დელის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, “განძი”; 1957 – მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, I პრემია, დიპლომი “ჩვენი ეზო”; 1956 – კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს რტო”, ” მაგდანას ლურჯა”; 1956 – ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალის I პრემია, “მაგდანას ლურჯა”, ლენინის ორდენი.