აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სოციალურ ქსელში აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი სატვირთო ავტომობილია, რომელიც ხიდს გამოედო, რამაც რკინის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.
მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება.

11127664_10206615211449794_3722849080241078012_n

11203007_10206615211169787_4327591661387661577_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები