ახალ ზელანდიაში მიწისძვრა მოხდა
ახალ ზელანდიაში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ბანაკადან 30 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ახალ ზელანდიაზე გადის ე.წ. „ცეცხლის რკალი“ – 40 ათასი კილომეტრის სიგრძის ვულკანების და ტექტონიკური რღვევის ხაზი. ამ ადგილას მსოფლიო ვულკანების უდიდესი ნაწილი მდებარეობს და დედამიწის მიწისძვრების 90% ხდება. რამდენიმე დღის წინ ძლიერი მიწისძვრა ახალ გვინეაში მოხდა.