კიევში სროლისას ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

კიევში უცნობმა პირებმა მილიციის პატრულს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ერთი მილიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. უკრაინის სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდასხმა ღამის 3 საათზე მოხდა. ბოროტმოქმედები, სავარაუდოდ, ავტომატებიდან ისროდნენ. თავდასხმა რაიონის პატრულირების დროს მოხდა. დანაშაულის ადგილის სიახლოვეს სამი ჯავშანჟილეტია ნაპოვნი. მკვლელობა დნეპროვსკის რაიონის ლესნოის დასახლებაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები