აშშ-ში მუჰამედის კარიკატურების გამოფენაზე ტერორისტებმა სროლა ატეხეს

აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ ჰარლენდში ორმა პირმა, წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურების გამოფენასთან უმისამართო სროლა ატეხა. საპასუხო სროლის შედეგად, პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი მოკლეს, დაცვის ერთმა თანამშრომელმა ჭრილობა მიიღო. The Guardian-ის ცნობით, Curtis Culwell-ის ცენტრში ტარდებოდა კონკურსი „დახატე წინასწარმეტყველი“. მთავარი პრიზის სახით ორგანიზატორებმა 10 ათასი დოლარი დააწესეს. პოლიციის ინფრომაციით, ბოროტმოქმედებმა სროლა ავტომობილიდან ატეხეს. სამართალდამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მანქანაში შეიძლება ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო დამონტაჟებული, ამიტომ, ცენტრიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა, ხოლო ტერორისტების ავტომობილი რობოტმა შეამოწმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები