მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ''თეთრი საყელო'' გერმანულ ენაზე გამოიცემა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელო“ გერმანულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას. მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი უდიდესი ოსტატია მე-20 საუკუნის ქართველ მწერალთა შორის, რომელმაც სათავე დაუდო ქართულ რეალისტურ რომანს. მან გაამდიდრა ქართული ლიტერატურა განსხვავებული ჟანრის – სოციალური, სათავგადასავლო, ფილოსოფიური და ისტორიული – რომანებით.
„თეთრი საყელო“ 1926 წელს დაიწერა და თავისი სიუჟეტისა და თემატიკის გამო, ყველა დროის ერთ-ერთ საინტერესო ქართულ რომანად რჩება. პროექტი ინიცირებულია გერმანული გამომცემლობის „Shaker Verlag GmbH“- მიერ.