იონათამიშვილი – პროდუქტებზე ფასების ნორმალიზებაზე: ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში

“ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ნორმალიზებაზე საუბრისას აცხადებს.

ის განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივ დისკუსიაში არ შედიან.

“ყველაფერ ამის ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში კი არ შემოდიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ მაღალ ფასებს იცავენ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, იმაზე, რომ მათ აქვთ ის ინტერესები, რაც საკუთარი თავისთვის არის საინტერესო და საზოგადოების ინტერესები, ჩვენი მოქალაქეები მათ საერთოდ არ აინტერესებთ”, – ამბობს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები