ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
შეგახსენებთ, ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად 29 დეკემბერს დაასახელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მარტში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.
ცნობისთვის, მკვლელობის შესრულებისთვის უვადო პატიმრობა მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს.