რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ – ფლორიდაში პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებები ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ შედგა ორი პრეზიდენტის ვიდეოკონფერენცია ევროპელ ლიდერებთან.

ამერიკის ლიდერმა მოლაპარაკებებს „შესანიშნავი“ უწოდა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი შეთანხმებულია.

როგორც ცნობილია, დამატებითი შეხვედრები უახლოეს კვირებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები