ედიშერ სავიცკისა და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა

სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ედიშერ სავიცკისა და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
„შემოქმედებითი საქართველოს“ ინფორმაციით, ეროვნული სასახლის „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ და უცხოეთში მოღვაწე ქართველი პიანისტის, ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორის, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ედიშერ სავიცკის კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
ორკესტრს მირიან ხუხუნაიშვილი ხელმძღვანელობდა. საშობაო კონცერტის პროგრამა მოიცავდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები