„საქართველოს რკინიგზა“ 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ არსებობს.

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები