ტრამპი: პუტინმა მითხრა, რომ თავს დაესხნენ, ეს კარგი არ არის – ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დრონით განხორციელებული თავდასხმის შესახებ აცნობა, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.

„არ მომწონს. ეს არ არის კარგი. ამის შესახებ დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. თქვა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს არ ვარგა. არ დაგავიწყდეთ, მე შევაჩერე „ტომაჰავკები“, რადგან ეს არ მსურდა. ახლა ფაქიზი პერიოდია. ამისათვის შესაფერისი დრო არ არის. ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა. მსგავსი რამის გასაკეთებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის და ეს არ შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინისგან გავიგე და ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ბრალდება ყალბია და მსგავსი თავდასხმა არ მომხდარა, „თუმცა, გავარკვევთ. პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ ეს მოხდა“.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები