ხელოვნების სასახლემ ორგანიზაცია ,,ლევილი 1918″ -ის დამფუძნებლებისგან შემოწირულობა მიიღო
ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმმა ორგანიზაცია “ლევილი 1918” -ის დამფუძნებლების ლადო ბებიასა და თამაზ გუჯეჯიანისაგან ძვირფასი შემოწირულობა მიიღო. – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.

,,საჩუქრებს შორისაა:- საფრანგეთის უკანასკნელი მეფის ლუი ფილიპ ორლეანელის სერვისი ვერსალის სასახლიდან, I-III საუკუნეების რომაული მხედრის თიხის ქანდაკება, IV-VIII საუკუნეების კოპტური ქსოვილის ნიმუშები, ევროპელ წარჩინებულთა ინიციალების უნიკალური ალბომი. ნივთები შეძენილია ევროპის სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე და თან ახლავს ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხელოვნების სასახლე მადლობას მოახსენებს ორგანიზაცია “ლევილი 1918″ -ს ასეთი მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის”, – წერს გიორგი კალანდია.