ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე და ორბელის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ88 (ოფიტარა-ლენტეხი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები