სულხან თამაზაშვილი: მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამთო ტურიზმის განვითარება და რეგიონი გახდეს ოთხი სეზონის ტურისტული ცენტრი

„ტურიზმი, მოგეხსენებათ აჭარისთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ძალიან ნაყოფიერი იყო 2025 წელი, გვქონდა მნიშვნელოვანი აღიარება – მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე ბათუმი ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და ეს იყო მოტივაცია სექტორისთვის“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამთო ტურიზმის განვითარება და რეგიონი გახდეს ოთხი სეზონის ტურისტული ცენტრი.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან აქტიურად ვითარდება სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი, რაც ათეულობით წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ამ დიდ მიღწევას უნდა ბოლომდე მიყვანა და ხელშეწყობა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ, ამაზე მეტყველებს, თუნდაც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დარჩენილია უმნიშვნელო მონაკვეთი. ასევე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილი გვაქვს დამატებითი საბაგიროს მოწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კურორტის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კი მისცემს რეგიონს საშუალებას, რომ გახდეს ოთხი სეზონის ტურისტული ცენტრი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები