ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 7 ათასს გადააჭარბა
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნეპალში გარდაცვლილთა რიცხვმა 7 ათასს გადააჭარბა. გადაუდებელი ოპერაციების ნეპალის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოფიციალაურად დადგინდა, რომ სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილია 7040 ადამიანი. ამავე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 14 ათასს აჭარბებს, ხოლო 6 ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში რჩება.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნეპალის ჩრდილოეთით ზვავებში მოყოლილი 50-ზე მეტი უცხოელის ცხედარი იპოვეს, რომელთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ მიწისძვრის დროს გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა 10 ათასამდე გაიზარდოს. ნეპალში 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა.