ტაილანდის პოლიციამ მონებით მოვაჭრეთა ბანაკი გაანადგურა

ტაილანდის პოლიციამ მონებით მოვაჭრეთა ბაზა გაანადგურა. ბანაკის ტერიტორიაზე 30 ტყვეს სამარხი აღმოაჩინეს. ადამიანებით მოვაჭრეებს მძევლები საშინელ პირობებში ჰყავდათ და ისინი შიმშილით იხოცებოდნენ. მხოლოდ ერთი პატიმრის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, თუმცა მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა.
სამედიცინო ექსპერტებმა დაღუპულების ნეშთების შემოწმება დაიწყეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბანგლადეშიდან და მიანმარიდან იყვნენ ჩამოყვანილები.

პოლიციას ბაზა ბლოკირებული აქვს. მიმდინარეობს გამოძიება და დაღუპულთა პიროვნებების დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები