ობამას ადმინისტრაცია პოლიციის ოფიცრების სპეციალური ვიდეოკამერებით აღჭურვას გეგმავს (ვიდეო)

 

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 20 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს პოლიციელებისთვის სპეციალური ვიდეოკამერების შესაძენად. კამერები სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლების სხეულზე იქნება დამაგრებული. ეს თანხა 75 მილიონის ნაწილია, რაც 3 წლის განმავლობაში დაიხარჯება კამერების შესაძენად. ინფორმაციას აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამერიკის პოლიციის მიერ რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაციის შემდეგ. ერთ-ერთი ვიდეო ინტერნეტშიც მოხვდა და მასზე ჩანს, რომ პოლიციელი შეუიარაღებელ ადამიანს ზურგში რამდენჯერმე ესვრის. პოლიციის ბოლო ქმედებამ, როდესაც ბალტიმორში დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მასობრივი საპროტესტო აქციების გამოიწვია. სწორედ ამის გამო აშშ-ს ხელისუფლება ისეთი ზომენის გატარებას აპირებს, რომ პოლიციის მოქმედება უფრო გამჭვირვალე გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები