პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ქალიშვილი შეეძინათ (ვიდეო)
კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ქალიშვილი ეყოლათ. კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურის განცხადებით, მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა.
ქეთრინს მშობიარობა დღეს დილით დაეწყო. ის სენტ-მერის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ორი წლის წინ ქეთრინის და უილიამის პირველი შვილი, პრინცი ჯორჯ ალექსანდრე ლუი გაჩნდა. მშობიარობას პრინცი უილიამიც დაესწრო. ბავშვის წონა 3,7 კილოგრამს შეადგენს. მანამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ქეით მიდლტონს ბავშვის სქესის ცოდნა წინასწარ არ სურდა.