მილანში „ექსპო-2015“-ის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები შეტაკებებში გადაიზარდა (ფოტოკოლაჟი)
იტალიის ქალაქ მილანში დემონსტრანტები საერთაშორისო გამოფენის „ექსპო-2015“ -ის ჩატარებას აპროტესტებენ. მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ იტალიის ბიუჯეტისთვის გამოფენის ჩატარება, რომელიც 3 მილირდი ევრო დაჯდა, ძალზე ძვირი ფუფუნებაა. გარდა ამისა, ისინი კორუფციული სკანდალით არიან აღშფოთებულები – გასულ წელს ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, მაფიასთან იყო დაკავშირებული. მეორე მხრივ, „ექსპო-2015“-ის ორგანიზატორებმა უკვე გაყიდეს 10 მილიონი ბილეთი, ხოლო მთლიანად 20 მილიონ სტუმარს ელოდებიან. იტალიის მთავრობა ვარაუდობს, რომ გამოფენა ბიუჯეტს 10 მილიარდ ევროს მოუტანს. დემონსტრანტებმა რამდენიმე ავტომობილი და მაღაზია დაწვეს. მათ პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.